03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო," - დათა ახალაიას ადვოკატი

„სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადირება ეფუძნებოდა პოლიტიკურ დევნას და არა სისხლის სამართლებრივ დევნას,“ - ეს კომენტარი „კურიერთან“ საუბრისას დათა ახალაიას ადვოკატმა გააკეთა.

ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის თქმით, მათთვის გასაგები გახდა ისიც, რომ 2004 წლის სპეცოპერაციაში დათა ახალაია არ მონაწილეობდა და ეს ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მისივე თქმით, საბერძნეთის სასამართლომ თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებაც უსამართლოდ მიიჩნია, რადგან, როგორც ახალაიას ადვოკატი აღნიშნავს, დარღვეული იყო ადამიანის უფლებები. ექსტრადირების შემთხვევაშიც კი პროცესი ვერ იქნებოდა ობიექტური.

შეგახსენებთ, რომ ახალაიას საქართველოში ექსტრადირებაზე საბერძნეთის სასამართლომ უარი რამდენიმე საათის წინ განაცხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები