26 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
კორუფციული სკანდალი აჭარაში - ყოფილ მერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა, ის დანაშაულს არ აღიარებს

კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს.

ყოფილ მერს, აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ბათუმის მერიის ქონების სამსახურის ხელმძღვანელს, გოგა ლომაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულების ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.

ადვოკატების თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი თქმით, „კონვენტ ჯორჯიამ“ ტენდერი კანონის სრული დაცვით მოიგო და აზერბაიჯანულ კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.

დღის ამბები