09 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
მილანში პოროშენკოსა და პუტინის შეხვედრა იგეგმება

უკრაინისა და რუსეთს პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება მილანში - ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო ერთმანეთს აზია-ევროპის ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან. ფორუმის მონაწილე სხვა ლიდერების მსგავსად, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები უკვე იტალიაში არიან.

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კრიზისის თემა კი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფორუმამდე ერთი დღით ადრე გერმანიის კანცლერთან საუბარში განიხილეს.

ანგელა მერკელს ჯერ პეტრო პოროშენკო, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ. პუტინისა და მერკელის შეხვედრის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი უკრაინის კონფლიქტის მიზეზებზე ისევ ვერ თანხმდებიან.

ფორუმის პირველ დღეს გალა საღამო გაიმართა, სადაც ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე საათით დაიგვიანა. ფორუმის ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ მან თავისი ძველი მეგობარი, სილვიო ბერლუსკონი მოინახულა.

დღის ამბები