09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ჯო ბაიდენის შვილი, კოკაინის მოხმარების გამო, საზღვაო ძალებიდან გარიცხეს

ჯო ბაიდენის 44 წლის შვილი, ჰანტერ ბაიდენი  სკანდალში გაეხვა. ის კოკაინის მოხმარებისთვის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების რეზერვიდან გარიცხეს.

ჰანტერ ბაიდენი აცხადებს, რომ საზღვაო ძლებში სამსახური მისთვის დიდი პატივი იყო და ნანობს, რომ წარსულის შეცდომებმა ეს შედეგი გამოიღო.

"უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციით, ვიცე პრეზიდენტის შვილი რეზერვში 2013 წლის მაისში ჩაირიცხა  და რამდენიმე თვეში ნარკოტიკული საშუალებების ტესტის ჩაბარება მოუხდა. ანალიზმა კოკაინის მოხმარებაზე დადებითი პასუხი აჩვენა.

შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები