09 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
აშშ-ის სენატმა საქართველო აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარა

აშშ-ის მომავალი წლის ბიუჯეტში 10 მილიონი დოლარია გათვალისწინებული  საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ დასახარჯად. 350 მილიონი დოლარი კი - უკრაინის დახმარებისთვის.

ეს არის ნაწილი იმ პროექტიდან, როემლიც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აღიარებს  აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან.

„უკრაინის მშვიდობის მხარდამჭერი აქტი“ სენატორებმა ბობ კორკერმა და რობერტ მენდესმა წარმოადგინეს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტზე დამტკიცებისას  ამ პროექტს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია.

„ვიმედოვნებ, ეს პროექტი მალე იქცევა კანონდად... ეს აძლევს საქართველოს  გარკვეულ სტატუსს, რათა  ჰქონდეს  სარგებელი ჩვენი პოლიტიკიდან საქართევლოს მიმართ. მე ვიყავი პირველი ოფიციალური პირი ამერიკიდან, რომელიც  ჩავიდა საქართველოში მაშინ, როდესაც რუსეთმა გორი დაბომბა. ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი აძლევს ძლიერ სიგნალს ქართველ ხალხს, რომ ვდგავართ თქვენს გვერდით თავისუფლების მხარდასაჭერად და გვსურს, რომ საქართველომ გააგრძელოს პროგრესი დასავლური ღურებულებებით,“ - განაცხადა  ბობ კორკერმა, როემლიც არის აშშ-ის სენატორი ტენესის შტატიდან.  

გარდა ამისა, ეს კანონპროეტი დამტკიცების შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, რომ ახალი სანქციები დაუწესოს რუსულ სამხედრო და ენერგოკომპანიებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კენჭისყრისთვის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეიკრიბა. სენატორმა ჯინ შაჰინმა სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კანონ-პროექტი ითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც უკრაინის ადმინისტრაციას აქვს. საქმე  ეხება უკრაინის ფინასურ და სამხედრო დახმარებას.

„ეს არის მნიშვნელოვანი  ნაბიჯი, გადადგმული უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად.  როგორც პრეზიდენტ პოროშენკოსგან მოვისმინეთ, უკრაინას საჭიროებს შეიარაღებულ და ფინანსურ მხარდაჭერას. ისინი დაინტერესებულნი არიან, ჰქონდეთ  საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად საგანგებო სტატუსი. ეს რეზოლუცია ყველაფერს მოიცავს და ვიმედოვნებ, ის სასარგებლო იქნება,“ - განაცხადა ჯინ შაჰინიმ, აშშ-ის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან.

კანონპროექტის მიხედვით, სანქციები იქნება დაწესებული არამხოლოდ  სამხედრო სფეეროში მომუშავე რუსული კომპანიებისთვის,  არამედ სანქციები შეეხება ენერგოკომპანიებს და ფინანსურ სექტორს.

 

კანონპროექტი დამტკიცების შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებას საშუალებაა აძლევს, უკრაინას გაუწიოს არამხოლოდ ფინანსური, არამედ სამხედრო დმხმარებაც. მომავალი წლის ბიუჯეტში კი ამისთვის 350 მილიონი დოლარი იქნება გთვალისწინებული.  10 მილიონი დოლარი კი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაიხარჯება.

სენატის გარდა, ამ პროექტს კონგრესის წარმომადგენელტა პალატის  მხარდაჭერა  სჭირდება. 

დღის ამბები