03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
პან გი მუნი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი საერთაშორისო საზოგადოებას ებოლასთან ბრძოლისთვის დამატებითი თანხების მობილიზებისკენ მოუწოდებს.

პან გი მუნის განცხადებით, საშიშ ვირუსთან ბრძოლისთვის საჭიროა დამატებითი პერსონალი, აღჭურვილობა და მედიკამენტები, რაც საერთო ჯამში, სულ მცირე, მილიარდ დოლარს მოითხოვს. მისი თქმით, ეს სახსრები გაერო-ს ფონდს არ გააჩნია.

გავრცელებული ცნობით, ფონდში მხოლოდ 100 ათასი დოლარი ირიცხება.

გაეროს ფონდში თანხების მოზიდვის კამპანიას ცნობილი ადამიანებიც უერთდებიან. დევიდ ბექჰემმა ორი ვიდეო რგოლი ჩაწერა, სადაც საზოგადოებას იუნისეფ-ის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ებოლას ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 4 ათასს გადააჭარბა.

ამავე თემაზე
დღის ამბები