03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა აგროკრედიტის ფარგლებში აშენებული ქარხანა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული თხილის ქარხანა დაათვალიერა და ქარხნის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.

„თვალსაჩინო პროექტია. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები უფრო მეტი უნდა განხორციელდეს,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში ყოფნისას პრემიერ-მინისტრი თხილის ფასით დაინტერესდა.  როგორც აღმოჩნდა, 1კილოგრამი თხილის ფასი 10 ლარს აღემატება.

ქარხანა, სადაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდნენ, შვეიცარიული კომპანიის საკუთრებაა და ის საქართველოს სახელმწიფო პროექტის „აგროკრედიტის“ ფარგლებში აშენდა. 

საწარმოში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.  

დღის ამბები