26 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. განცხადება რამუშ ჰარადიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

გადადგომის მიზეზი ჰააგის სასამართლოში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე დაბარება გახდა. 51 წლის ჰარადიანი 1998-99 წლებში კოსოვოს კონფლიქტის პერიოდში ამბოხებულთა მეთაური იყო.

ის ჰააგის ტრიბუნალს, რომელიც სამხედრო დანაშაულს იძიებს, ჩვენებას მომავალ კვირაში მისცემს. ჰარადიანის განცხადებითვე, კოსოვოს მთავრობა მუშაობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე პრეზიდენტი ახალ არჩევნებს დანიშნავს.

დღის ამბები