03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ომბუდსმენი სამართალდამცველებს ქობულეთში მედრესეზე მომხდარის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ომბუდსმენი სამართალდამცველებს ქობულეთში მედრესეზე მომხდარი თავდასხმის ფაქტის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.  

უჩა ნანუაშვილი ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დასრულდეს და რეალურად მიეცეს სწორი რეაგირება იმ სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მოხდა. გამოძიება, სამწუხაროდ, გაჭიანურებულია. ჩემი აზრით, ადექვატური არ არის სასჯელი, რომელიც მოყვა ამ ინციდენტს,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა და დასძინა, რომ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების პრევენციისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება აუცილებელია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები