27 დეკემბერი 2024,   04:10
ვრცლად
"200%-ით ვენდობი გენერალურ პროკურატურას"- გაბუნია გაუთქმელობის ხელწერილის გამო შეწყალების საქმის დეტალებზე აღარ საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გენერალური პროკურატურა დატოვა, სადაც ის პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

"მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და  დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და მე არ მაქვს უფლება, რომ მოგახსენოთ, რასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები, რა პასუხი გავეცი.

მე ვენდობი სრულად, დამრჩა განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას,"- განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, თუ გამოიკვეთნენ დამნაშავე პირები, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

გამოძიების დასრულების შემდეგ დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც, მისი თქმით, "მისი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში" და მოითხოვს, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.

დღის ამბები