18 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
სკანდალური შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს

გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულნი არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

შეგახსენებთ, შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

დღის ამბები