03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს

ორთაჭალაში მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის გამო მოხდა. არსებული  ინფორმაციით, ის შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.

შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 



დღის ამბები