09 ოქტომბერი 2024,   22:16
ვრცლად
შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში რჩება

შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფას 55 პროცენტზე მეტმა მოქალაქემ მხარი არ დაუჭირა. ბიულეტენების დათვლის პროცესი შოტლანდიაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა წინასწრი მონაცემების გავრცელების შემდეგ, რეფერენდუმის მთავარმა ინიციატორმა, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა დამარცხება უკვე აღიარა.

ბრიტანელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილოცვებს იღებენ. გაერთიანებული სამეფოს შენარჩუნება ხელისუფლებას და ხალხს უკვე მიულოცა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ანდერს ფოგ რასმუსენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა საგანგებო განცხადებები გაავრცელეს. ბრიტანელებს რეფერენდუმის შედეგი მიულოცა ესპანეთის პრემიერმინისტრმაც. შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას მიესალმებიან ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის ლიდერებიც.

შოტლანდიელებმა დამოუკიდებლობაზე უარის თქმით თავიდან აიცილეს სერიოზული ეკონომიკური, სოციალური, ინსტიტუციონალური და პოლიტიკური პრობლემები, რომელიც აუცილებლად მოყვებოდა დიდი ბრიტანეთისა და ევროპისგან გამოყოფას.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უკვე გადაუხადა მადლობა შოტლანდიელებს, რომლებმაც დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირეს და შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა გადაწყვიტეს. თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ პატივს სცემს დამოუკიდებლობის მომხრეთა პოზიციას და შოტლანდიას უფრო ფართო ავტონომიას დაჰპირდა.

დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს შოტლანდიელი ნაციონალისტები წლების განმავლობაში გეგმავდნენ. საწინააღმდეგო კამპანიას რეგიონში აქტიურად აწარმოებდა ლეიბორისტული პარტია ალისტერ დარლინგის ხელომძღვანელობით. მას რეფერენდუმის შედეგები დევიდ კემერონმა პირველმა სოციალური ქსელით მიულოცა.

შოტლანდიის რეფერენდუმის ასეთი შედეგით დასრულება უკვე აისახა მსოფლიო ბაზარზე. წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე სავალუტო ბაზარზე გირვანქა სტერლინგის კურსი მკვეთრად გაიზარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები