09 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
სლოვაკეთმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

სლოვაკეთის რესპუბლიკამ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული.

 ინფორმაციის თანახმად, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ხელი მოაწერა ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

"ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება არის ისტორიული ეტაპი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ქვეყნებს განახორციელონ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. სლოვაკეთი შემდგომშიც გააგრძელებს ზემოაღნიშნული სახელმწიფოების დახმარებას მათ მიერ არჩეულ გზაზე," - ნათქვამია სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები