15 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
"ჩვენს ინტერესშიც არის, რომ რუსეთს და საქართველოს შორის ფრენები აღდგეს" - თამარ ჩუგოშვილი

"ფრენების აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ეხება.

"რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის  შემოსავლებზე, ჩვენს ინტერესშიც არის, რომ ფრენები აღდგეს,"- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე მორიგი განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა. პესკოვის თქმით, "ავიამიმოსვლა მაშინ აღდგება, როდესაც შესაბამისი დრო დადგება, შეიქმნება ის ვითარება, რომელიც მხარეებს დაანახებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები აგრესიულ ფაზას არ დაუბრუნდება."

დღის ამბები