19 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
დედაქალაქში თბილისობას ზეიმობენ - სად გაიმართება მთავარი ღონისძიებები

რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები, - დედაქალაქში თბილისობას ზეიმობენ. საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, - ეს დაგეგმილი ღონისძიებებია, რომლებსაც ძველი თბილისის ქუჩებში შეხვდებით. ტრადიციულად, საღამოს საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტიც გაიმართება.

5 და 6 ოქტომბერს თბილისში, მერიის ორგანიზებით, დედაქალაქში მიმდინარე სახალხო დღესასწაულის ღონისძიებების განრიგი, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს შეუძლია, ასე გამოიყურება:

რიყის პარკი:
5 – 6 ოქტომბერი - 12:00 – 20:00
ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი
ტკბილეულის ფესტივალი
საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები
საბავშვო კონცერტი
ინსტალაცია - ,,ფიროსმანის პერსონაჟები“
სპორტული აქტივობები
კონცერტი - 16:00 - 18:00 - "მულტიეთნიკური თბილისი"

ორბელიანის მოედანი:
5 – 6 ოქტომბერი - 12:00 – 20:00

პროექტი "გვიდირიჟორე"
ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”
ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები
,,ORBELIANI OPEN MARKET”
მარიონეტი თოჯინების კოსტიუმირებული კარნავალი
მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა" და ,,ხანუმა"

ლეღვთახევი:
5 – 6 ოქტომბერი - 12:00-22:00
„მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი:
5 – 6 ოქტომბერი - 12:00-18:00
სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა


მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები:

ორბელიანის მოედანი:
5 ოქტომბერი
14:00 - „Wayne McGregor“ და ქართველი ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

20:00 - გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

ორბელიანის მოედანი - 6 ოქტომბერი - 17:00 - თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

ევროპის მოედანი:
6 ოქტომბერი - 20:00
სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” - საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

დღის ამბები