15 ოქტომბერი 2024,   23:08
ვრცლად
"ჯიშკარიანის მეგობარმა მითხრა მასთან ვერაფერს გახდებით და იქნებ მორიგდეთო"- თამთა თოდაძის დედა 

თამთა თოდაძის დედა, რომელიც საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ გაჩუმების სანაცვლოდ დეპუტატის გარემოცვამ მათ გარიგება შესთავაზა. დაზარალებულის დედა ხათუნა ოქროპირიძე იმ მეზობლის ვინაობასაც ასახელებს, ვინც დეპუტატთან მორიგება ურჩია.

"გარიგების შემოთავაზება რაიმეზე არ ყოფილა, უბრალოდ, მოვიდა ჩემი მეზობელი, რომელსაც რაც მანდ ვცხოვრობ, ვიცნობ და არის მისი მეგობარი. ასე მითხრა, რომ ის გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნება მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი,"- აცხადებს ხათუნა ოქროპირიძე. მისი თქმით, მეზობლის სახელი და გვარი მამუკა ფეიქრიშვილია.

თამთა თოდაძე საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. დღეს პოლიციამ დაზარალებული და დაზარალებულის დედა დაკითხა. თავად ჯიშკარიანი გულის შეტევით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები