03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
მერია მეტრომშენის წარმომადგენლებსა და სოციალურად დაუცველთა შორის დავას ვერ გადაჭრის

ზღვისუბნის დასახლებაში არსებულ 2 საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით მერია გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს.

ვის ეკუთვნის ეს შენობა, სოციალურად დაუცველებს თუ "მეტრომშენის" წარმომადგენლებს, ეს ამ დრომდე უცნობია. შენობა კი ეკონომიკის ბალანსზეა აყვანილი.

სოციალურად დაუცველები შენობის დატოვებას არ აპირებენ და თვითმკვლელობით იმუქრებიან. "მეტრომშენის" წარმომადგენლები კი სააღმსრულებლო ბიუროს მათი კუთვნილი ფართებიდან უაკნონოდ შესახლებული მოქალაქეების გამოსახლებას სთხოვენ.

თბილისის მერია 1 კვირის განმავლობაში მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "მეტრომშენის" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კი დედაქალაქის მთავრობაში განმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მათ კომპეტენციას სცილდება.

"მეტრომშენის" წარმომადგენლებსა და თბილისის მერიის თანამშრომლებს შორის შეხვედრას მუნიციპალიტეტთან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აპროტესტებდნენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები