03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
დაკავება 600 ლარიანი ქრთამის გამო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომელი, გელა ფილფანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი მოქალაქისგან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და უკანონოდ მოპოვებული ხის მორების ტრანსპორტირების დროს სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ასევე უკანონო საქმიანობაში სხვა სახის ხელშეწყობის აღმოჩენის პირობით, ქრთამის სახით 600 ლარი აიღო.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 9 წლამდე პატიმრობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები