13 სექტემბერი 2026,   19:33
ვრცლად
არის თუ არა პროკურატურა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული - ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტებს ეხმაურება

გენერალური პროკურატურის განცხადებას, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლების ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებაა წარმოადგენილი, ოპოზიციაში ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებად აფასებენ.

ორი ექსპერტის მიერ შემუშავებულ დასკვნას აბსურდს უწოდებს თავად მამუკა ხაზარაძეც.

"რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული ქმედება. ეს არის პროკურატურის მომზადებულ მასალაზე ჩვენივე ფულით დაქირავებული ორი ექსპერტი, რომელიც არ გასცნობია საერთოდ მასალას. ეს სასამართლოზეც ითქვა. მათ არ უნახავთ უმაღლესი საბჭო. ბუნებრივია, ცდილობენ თემის გადაფარვას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

"ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე საერთაშორისო ექსპერტებს პროკურატურის მიერ დაქირავებულად მოიხსენიებს.

"ის, რომ ამ განცხადებას ხელს უცხოელი ექსპერტები აწერენ, არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივად დაქირავებულები პროკურატურის მიერ. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ესენიც კი არ საუბრობენ ფულის გათეთრებაზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საქმეზე ივანიშვილის მთავარი მიწოლის ღერძი არის ფულის გათეთრება,“ - განაცხადა კაპანაძემ.

"ქართულ ოცნებაში" პროკურატურის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მტკიცებულებები ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ აშკარაა.

პროკურატურის ინფორმაციით, მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები სათანადო მტკიცებულებებს ეფუძნება.

 

დღის ამბები