11 ოქტომბერი 2024,   22:52
ვრცლად
აფეთქებები, ჯავშანტექნიკა და შეჩერებული სასწავლო პროცესი - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები თურქეთი-სირიის საზღვრიდან

"კურიერის" ექსკლუზიური კადრები თურქეთი-სირიის საზღვრიდან - "რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფმა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში სირიის მხარეს არსებული ვითარება გადაიღო. ტერიტორიაზე, სადაც პერიოდულად შეტაკებები მიმდინარეობს და რომელიც თურქული მხარის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

სირიის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში აფეთქებები არ წყდება, პარალელურად, ცენტრალურ ქუჩებში ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

საბრძოლო მოქმედებების გამო ქალაქში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ქუჩების მაღაზიები. ადამიანები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, ყვებიან, რომ ძლიერი აფეთქების ხმა დილის საათებში, იმ დროს გაისმა, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები სახლებში იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. 

"აფეთქების შემდეგ ყველა შეშინებული ვართ, ერთ წერტილში ჩამოვარდა რაკეტა, მაგრამ დაზიანდა შენობა, რომელსაც ახლა რესტავრაციას ვუკეთებთ. რამდენიმე დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, აფეთქების შემდეგ დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც გარეთ გამოვიტანეთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

რაკეტა ქურთთა მუშათა პარტიამ კვირა დღეს ჩამოაგდო. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

"ოპერაციის დაწყებიდან მეორე დღეს ქალაქის ცენტრში ვმუშაობდი, როდესაც კედელს მოხვდა ქურთთა მუშათა პარტიის მეომრების მიერ ნასროლი რაკეტა. ქალაქი იბომბებოდა, კედლიდან ასხლეტილი ნატეხი მომხვდა და ხელი დამიზიანა," -  ამბობს რეპორტიორი.

დღის ამბები