13 სექტემბერი 2026,   18:53
ვრცლად
20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაკავებული ორი პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. სასამართლო სხდომაზე მათ ბრალი აღიარეს.

აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

"ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი,სასამართლომ მოისმინა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტებიც და მიიღო გადაწყვეტილება თითოეულ მათგანს შეეფარდოს გირაო 2000 - 2000 ლარის ოდენობით,"- განაცხადა სხდომაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა დარბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები