15 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
"საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით" - შალვა თადუმაძე

"საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით" - ეს განცხადება გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ სადავო დიპლომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. როგორც თადუმაძე ამბობს, მის დიპლომს სამართლებრივი პრობლემა არ აქვს და არც საზოგადოებაში ყოფილა ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები.  

"მე არ მოვითხოვ განათლების ცენტრიდან, იმიტომ, რომ ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა. მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით. იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.  

დღის ამბები