19 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა 22 ოქტომბერს გასდის

თურქები და ქურთები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქურთებმა შეთანხმება 20 ჯერ დაარღვიეს.

თურქეთის პრეზიდენტი ქურთებისგან უსაფრთხოების ზონის დაუყონებლივ დატოვებას მოითხოვს. ნატო და ევროკავშირი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ურჯულოებო თავებს წაგაცლით" - ასე დაემუქრნენ თურქი მებრძოლები სირიელ ქურთებს და უსაფრთხოების ზონის დაუყონებლივ დატოვება მოსთხოვეს.

საზღვართან ისევ ისმის სროლის ხმა. სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმაციით, თურქების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 16 ქურთი მებრძოლი.

ამ ფონზე ნატო და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა 22 ოქტომბერს გასდის, ამავე დღეს ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდება.

პუტინის შემდეგ კი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს თურქეთის ლიდერი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს.

დღის ამბები