27 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ" - გახარია ე.წ. მუქარის წერილზე

"ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ,“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლისა და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს“ ლიდერისთვის სავარაუდოდ გაგზავნილ ე.წ. მუქარის წერილზე ჟურნალისტების კითხვას.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ მამუკა ხაზარაძის ადვოკატ ზვიად კორძაძის მიერ წერილის დედანის პროკურატურაში წარდგენა შეცვლის თუ არა რამეს, თუნდაც მის მზადყოფნას რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდეს.

"არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ,“ - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის,  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ  წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის დედანის ექსპერტიზა ლონდონში ჩატარდა. აღნიშნულ წერილზე ჯერჯერობით გამოძიება არ დაწყებულა. დღეს კი, ხაზარაძის ადვოკატებმა წერილის დედანი გენერალურ პროკურატურაში წარადგინეს. 

დღის ამბები