03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ქვეყანაში ძალადობის ფაქტების მომრავლებას ”ნაციონალურ მოძრაობაში” ხელისუფლების პოზიციას უკავშირებენ

ქვეყანაში ძალადობის ფაქტების მომრავლებას ”ნაციონალურ მოძრაობაში” ხელისუფლების პოზიციას უკავშირებენ.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელემა, თამარ ბოკუჩავამ ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეფასებები და ფაქტების დამალვა დანაშაულებრივი სამყაროს წახალისებას იწვევს.

„გვყავს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც სიტყვა გენდერი ახლახანს გაიგო და ხუმრობს ამაზე და ზოგადად მოგვიწოდებს, რომ გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის ზრდას. გვყავს ვიცე-პრემიერი, რომელიც ქურდებთან მეგობრობით ამაყობს. გვყავს ვიცე-სპიკერი, რომელიც შუბლის გახვრეტასაც კი ამართლებს, რიგი გარემოებებით. გვყავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა, უბრალოდ ქმრები კლავენ ცოლებს. ეს არის იგივე ადამიანი, რომელიც ყველა "ნაციონალში" ხედავს კრიმინალს, მაგრამ იმ ქმრებში, რომლებიც ცოლებზე ასეთ სისასტიკეს იჩენენ და ძალადობენ, მათში ვერ ხედავს კრიმინალს. გვყავს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, ეკა ბესელია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ გამოუცხადოს სოლიდარობა მსხვერპლ ქალებს, ის გვარიგებს, რომ ყველა მკვლელობას აქგსვ მიზეზი,“- აცხადებს თამარ ბოკუჩავა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები