18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ანაკლიის პროექტის ავტორების წინააღმდეგ ხელისუფლებას ივანიშვილის მეთაურობით ღია ომი აქვს გამოცხადებული" - ბოკერია

პარლამენტის უფრაქციო დეპუტატების ინიციატივას, ანაკლიის პორტის თემაზე საპარლამენტო დებატების გამართვის თაობაზე მხარს უჭერს ოპოზიცია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტის ავტორების წინააღმდეგ პოლიტიკური ომი აქვს გამოცხადებული.

"დადებითი ამ პროცესებში არაფერი არ არის, ღია ომი აქვს გამოცხადებული პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ივანიშვილის მეთაურობით ანაკლიის პროექტის ავტორებისა და მენეჯერების წინააღმდეგ. ეს ჩემი ბრალდება ან შეთქმულების თეორია არ არის, არამედ პირდაპირ თქვა ივანიშვილმა ამის შესახებ და მის განცხადებას მოჰყვა შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დაწყებული გამოძიება. პარლამენტის მოვალეობაა ასეთ მძიმე პერიოდში, რა ინსტრუმენტებიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ, შესაბამისად ეს ინიციატივა ლოგიკურია," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები