27 დეკემბერი 2024,   11:19
ვრცლად
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულ იაშა არნანიამ, რომელსაც ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს, თქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას პატირმობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმება, თუმცა, დასძინა, რომ არც გირაოს გადახდის საშუალება აქვს.

"წამლის ფულიც არ მაქვს და როგორ გადავიხადო," - მიმართა მან მოსამართლეს.

შემთხვევა, რომლის დროსაც 82 წლის კაცმა შვილიშვილი დანით ხელის არეში დაჭრა, დარჩელში 21 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა. ბრალდებული იმავე დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.  

დღის ამბები