18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი" - სუსი ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადება, თითქოს "ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“, დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც საოკუპაციო ძალები მათ მიერ ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად იყენებენ.

როგორც "კურიერს" უწყებაში განუცხადეს, ხელისუფლება  ყველა ბერკეტს იყენებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,” - განუცხადეს „კურიერს“ სუსში.

დღის ამბები