26 დეკემბერი 2024,   18:15
ვრცლად
"მეუფე იაკობს პატრიარქის მოსაყდრეობა თავად სურდა, განაწყენებაა მთავარი ინსპირატორი"- თეოლოგის შეფასება

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის გიორგი ტიგინაშვილის შეფასებით, მეუფე იაკობს, რომელმაც ხელისუფლებასა და სასულიერო პირთა შეთქმულების შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა, პირადი შურისმაძიებლური მოტივი აქვს.

ტიგინაშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობს პატრიარქის მოსაყდრეობა თავად სურდა, ჩანაფიქრის განუხორციელებლობის გამო კი  მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ ანტაგონისტური გრძნობები გაუჩნდა.

"ქართული ოცნების გარკვეული შტო ლობირებდა მეუფე იაკობის კანდიდატურას მოსაყდრის თანამდებობაზე. იმის შემდეგ, რაც ეს არ განხორციელდა, მას გაუჩნდა პირადი ანტაგონიზმი იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, შესაბამისად, ეს განაწყენებაა მთავარი ინსპირატორი ამ ყველაფრის. არადამაჯერებელია სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ვადებში საკმაოდ დაგვიანებულია. თუკი მას პრეტენზია აქვს კეთილსინდისიერებაზე, სულიერ მოწიფულობაზე, მღვდელმთავრულ მართლკვეთებულობაზე, ის მანამდე ვალდებული იყო, რომ სხვადასხვა ინსტანციაში აღნიშნული თემების კულტივირება მოეხდინა,"- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

თეოლოგი გიორგი გველესიანი სინოდის სხდომის მოწვევას აუცილებლობად მიიჩნევს. მისი შეფასებით, საპატრიარქოში დაგროვდა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც სინოდმა სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. 

დღის ამბები