21 დეკემბერი 2024,   16:35
ვრცლად
"ჩვენ ამ საკითხის სიღრმეში ვერ შევალთ, პატრიარქი ბრძენია"- კობახიძე სინოდის სკანდალზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ სინოდის ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას ემსახურება. 

"ჩვენ ამ საკითხის სიღრმეში, ბუნებრივია, ვერ შევალთ, მათ შორის კომენტარების გაკეთების დროსაც. ვიცით, რომ შეიკრიბა სინოდი, გადაწყვეტილებები მისაღები იყო სინოდის მიერ. პატრიარქი არის ბრძენი და ის ყოველთვის იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებებს, სინოდს ჰქონდა იმის საშუალება, რომ მას სიღრმისეულად იმსჯელა იმ პრობლემებზე, რომელიც იდგა ეკლესიის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ სინოდმა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.

ამავე თემაზე
დღის ამბები