21 დეკემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"მეუფე პეტრე იყო ჩანერგილი ეკლესიაში თავის დროზე სააკაშვილების და ბოკერიების მხრიდან" - ირმა ინაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი"კურიერთან" მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ეს ბრძოლა ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ დღეს არ დაწყებულა.

"ეს ბრძოლა დაიწყო ვარდების რევოლუციის პერიოდში. ამ ფსევდო ლიბერალურმა ძალებმა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, განაგრძეს და მე მინდა გაგახსენოთ ერთი რამ, მთელი ამ წლის განმავლობაში აღვირახსნილი კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ, სინოდის წევრების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ ზოგადად და ეს გამოიხატებოდა ყველა მიმართულებაში. ეს გამოიხატებოდა სოციალური ქსელებიდან დაწყებული გაგრძელებული იმით, რომ პრეზერვატივებზე დაახატეს, გამოსახეს ჩვენი წმინდანების სახეები.

პრობლემები ყველგან არის, ეკლესიაც ცოცხალი ორგანიზმია და არასდროს ეკლესიას პრობლემებზე თვალი არ დაუხუჭავს, არც განახლებაზე უთქვამს უარი და არც რეფორმებზე, ახლა, რომ მიანიშნებენ, ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, იქაც ეცემიან, იქაც დადგებიან მერე ზიარების შემდგომ ფეხზე და იქაც არის განახლება, კვდომა და ა.შ. ესეც ცოცხალი პროცესია,"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ირმა ინაშვილი საპატრიარქოს სკანდალის უკან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელისუფლების კვალზე საუბრობს და ამბობს, რომ თავის დროზე მეუფე პეტრე იყო ჩანერგილი ეკლესიაში სააკაშვილების და ბოკერიების მხრიდან.

მე ძალიან კონკრეტულ ხალხზე ვლაპარაკობ, სააკაშვილებზებოკერიებზე, ლევან რამიშვილზე, ბექა მინდიაშვილზე, ლაშა ბუღაძეზეკინწურაშვილზე, მთელ ამ კონგლომერატზე ასე ვთქვათ, რომლებიც დღეს, რომ ძალიან სენტიმენტალური სახით ლაპარაკობენ ეკლესიაზე და მაინც, რომ კბენენ ეკლესიას, თან ჯვარს აჩვენებენ და თან ეკლესიას კბენენ და ძირს უთხრიან, აი ეს ხალხი უწევდა დისკრედიტაციას და უწევს პატრიარქს, რომლის ავტორიტეტსაც ვერ მოერივნენ.

მეუფე პეტრე იყო ჩანერგილი ეკლესიაში თავის დროზე სააკაშვილების და ბოკერიების მხრიდან. ასევე ვინმე დეკანოზი ჭიღლაძე, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია დეკანოზის სტატუსიდან ისეთ განცხადებებს აკეთებს, ასევე ვინმე ვითომ დედაო სიდონია და ათასი საეჭვო რეპუტაციის მქონე თეოლოგი.

პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და პატრიარქის წინააღმდეგ დამთავრდება ძალიან მძიმე შედეგებით იმ ხალხისთვის, ვინც ებრძვის პატრიარქს და ეკლესიას და დღეს რაც მოხდა აი ეს პროცესი მრევლს კრავს და აერთიანებს, ჩვენ კი არ გვასუსტებს ეს პროცესი, მრევლს ეს აძლიერებს," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები