21 დეკემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"თავი ხომ არა გაქვთ მირტყმული? ვერავინ დააჩოქებს დედა ეკლესიას და ვერავინ მოერევა პატრიარქის ავტორიტეტს" - ირმა ინაშვილი

მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებებს "კურიერის" ეთერში ირმა ინაშვილი მტკნარ ტყუილს უწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნავს, რომ მას პეტრე ცაავა მეუფედ არასდროს არ მოუხსენებია. ის ამბობს, რომ პეტრე ცაავა სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ჩანერგილი აგენტი იყო, რომელსაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებით ეკლესია შიგნიდან უნდა აეფეთქებინა.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი აცხადებს, რომ პეტრე ცაავას მსგავსად, ბევრია ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი მეუფე სინოდში და ეკლესიაში, რომლების გაწმენდაც აუცილებლად მოხდება.

"ახლა სხვადასხვა ეთერებში მესმის, რომ მტკიცებულებები, რომ არ არის ამისი თქმა როგორ შეიძლება, თქვენ თავი ხომ არა გაქვთ მირტყმული? რა მტკიცებულებები, ეს არის მტკნარი ტყუილი.

მე პეტრე არასდროს მეუფედ არ მომიხსენებია. ის არის პეტრე პაატა, ჩანერგილი აგენტი სააკაშვილ-ბოკერიების მიერ ეკლესიაში, რომელსაც შიგნიდან უნდა აეფეთქებინა პროცესი, ეს ფუნქცია ჰქონდა მას თავის დროზე, სპეცსამსახურების აგენტი იყო ეკლესიაში და სინოდში. სხვებიც არიან და ამათი განწმენდა მოხდება, აი ამ ტიპებისგან სინოდის გაწმენდა. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ეკლესიისთვისაც, მრევლისთვისაც და ვერავინ ვერ დააჩოქებს დედა ეკლესიას და ვერავინ ვერ მოერევა პატრიარქის ავტორიტეტს," - განაცხადა ირმა ინაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

დღის ამბები