24 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
"ხელისუფლება მტრებზე რომ ლაპარაკობს, ან ის მტრები გამოავლინოს, თუ არადა თავად გამოდის მტერი" - დავით უსუფაშვილი 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საპატრიარქოში შექმნილი არეულობის ავტორი  ხელისუფლებაა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მმართველი ძალის წევრებს არ დარჩათ არგუმენტი გარდა იმისა, რომ სხვას გადააბრალონ ყველაფერი.

"ხელისუფლებას სხვა არგუმენტი არ დარჩა არაფერზე, გარდა იმისა, რომ მიუთითოს ქვეყნის მტრებზე, რომლებიც ხან გადატრიალებას აწყობენ და ხან ნერვებს უშლიან მათ. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო პოზიცია ქვეყნის მმართველების მხრიდან. ხელისუფლება მტრებზე რომ ლაპარაკობს, ან ის მტრები გამოავლინოს, თუ არადა თავად გამოდის მტერი ამ ქვეყნის, იმიტომ რომ ან მისი ნახელავია ეს ყველაფერი, ან მისი მფარველობით კეთდება ეს ე.წ. მტრები ქვეყნის წინააღმდეგ," - განაცხადა "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია არ ელის, რომ მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებენ. სამუშიას თქმით, პროკურატურას გამოძიების დაწყების ვალდებულება ჰქონდა.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლების განცხადებებს "ცინიკურ საქციელს" უწოდებს. 

დღის ამბები