22 იანვარი 2025,   16:07
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის და ილია მეორეს შორის გამართულ შეხვედრაზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბიძინა ივანიშვილსა და ილია მეორეს შორის დღის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე საპატრიარქო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

      განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდოამრე - "ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს შეეხო, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთვა გამოიწვია."

      შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ეკლესიის წინააღმდეგ შეტევაა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგაც.

      თავის მხრივ ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

      ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა - აუდიენციას მღვდელმთავრებიც ესწრებოდნენ. 

      დღის ამბები