08 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი - უკრაინის ელჩი საქართველოში

ხურვალეთში რუსი სამხედროების სამშენებლო ტექნიკის მუშაობის ფონზე, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოსული საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ოკუპაციას აპროტესტებენ.

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მტერი რუსეთია და არა დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები.

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ ძლიერები, თუმცა ეს არაა საკმარისი. საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია, ყირიმი კი ანექსირებული. აღმოსავლეთ უკრაინაში ვხედავთ დაუსრულებელ ომს. აქ, საქართველოში და ჩვენთან, უკრაინაში ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის მტერი და რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა. ეს არ არის ცხინვალსა თუ აფხაზეთში მყოფი დე-ფაქტო ხელისუფლების თუ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერების საკითხი, საქმე რუსეთის პოზიციაშია. რატომ? ეს ნათელია, რადგან მათ არ სურთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, მათ არ სურთ, რომ ვიყოთ თავისუფლები,"- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები