საფრანგეთის ხელისუფლება საიმიგრაციო წესებს ამკაცრებს. ქვეყნის პრემიერი მიგრანტთა კარვების რამდენიმე ქალაქის დაშლას აპირებს. 2 ბანაკი პოლიციამ დღეს უკვე გაათავისუფლა. კარვების ქალაქიდან 1600-მდე მიგრანტი გაიყვანეს.
ახალი წესი ქვეყანაში ლეგალურად ჩასულ მუშახელზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. საფრანგეთში ახლადჩასული თავშესაფრის მაძიებლები გადაუდებელი შემთხვევების გარდა ჯანდაცვის სერვისითაც ვეღარ ისარგებლებენ.