21 დეკემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანების უფლებების განსაკუთრებული დამცველი" - მათიკაშვილი გოცირიძეს

კამათი პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ, ერთმანეთს დავით მათიკაშვილი და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ.

"ქართული ოცნების" წევრმა ოპოზიციონერ დეპუტატს 7 ნოემბერი მას შემდეგ შეახსენა, რაც გოცირიძემ კორცხელის ინციდენტი ახსენა.

"ბატონო რომან, მაინცდამაინც 7 ნოემბერს, ტელეკომპანია იმედის და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანების უფლებების განსაკუთრებული დამცველი - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. საზოგადოება უყურებს და ახსოვს ეს ყველაფერი, ბატონო რომან. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, მაგრამ თქვენ პოლიტიკურ საკითხებს სვამთ და პოლიტიკური საკითხი დღეს 7 ნოემბერია. 12 წლის წინანდელი 7 ნოემბერი გაიხსენეთ ბატონო რომან და მერე შეაფასეთ ასე თამამად და ამაყად ეს საკითხი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  

რომან გოცირიძემ, თავის მხრივ, მათიკაშვილს 20 ივნისს, აქციაზე განვითარებული მოვლენები შეახსენა.  

კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის მოსმენისას მოხდა.

დღის ამბები