18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ომბუდსმენი ანა სუბელიანს მხარდაჭერას უცხადებს - "სასწრაფოდ უნდა მოხდეს უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ანა სუბელიანს მხარდაჭერას უცხადებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ლომჯარია საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოძალადეების იდენტიფიცირებას ითხოვს.

"ეს არის შედეგი ძალადობრივი მოწოდებების და იმის, რომ აქციის მონაწილეები ასე ახლოს მიუშვეს მშვიდობიან მოქალაქეებთან! სასწრაფოდ უნდა მოხდეს, როგორც უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება ძალადობრივი მოწოდებების გამო! Ana Subeliani მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ !"  - წერს ნინო ლომჯარია საკუთარ "facebook" პოსტში.

დღის ამბები