09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
„სომხეთთან არსებობს შეთანხმება, რომ ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ერთმანეთს პრობლემებს არ შევუქმნით,“ - ფანჯიკიძე

„სომხეთთან არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ერთმანეთს არ შევუქმნით პრობლემებს  იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეს ვუერთდებით,“  -  ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს სომხური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა.

სომხური მედიის ცნობით,  საქართველოსთან მიღწეულია შეთანხმება, რათა რუსეთსა და სომხეთს შორის ტვირთების გატარებაზე შეღავათიანი სასაზღვრო და საბაჟო პირობები დაწესდეს.

როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ გასცნობია. თუმცა იმასაც ამბობს, რომ  მხარეებს შორის "არანაირ კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა".

"ეს ინფორმაცია არ მინახავს, ვინაიდან დილიდან მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრებს ვესწრები. არ ვიცი, რა განცხადება გავრცელდა სომხეთში. ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ, როდესაც სომხეთის პრეზიდენტი ბრძანდებოდა საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ერევანში, მოვილაპარაკეთ, რომ ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით ერთმანეთს შორის ურთიერთობას პრობლემები არ შეექმნება იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეს ვუერთდებით. არანაირ კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა, იყო მხოლოდ ეს ზოგადი შეთანხმება," - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

დღის ამბები