This is a modal window.
ამერიკის შეერთებული შტატები ერაყს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას სთხოვს.
ვაშინგტონი ერაყს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ერაყში თვეზე მეტია, საპროტესტო აქციები გრძელდება, რის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 000-მდე კი დაშავდა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ეკონომიკურ კრიზისსა და კორუფციასთან ბრძოლას მოითხოვენ.