26 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
უსაფრთხო სამხრეთ კავკასია ყველას ინტერესში შედის - სერგეი ლავროვი

"ჟენევის დისკუსიებზე ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობაა," - განცხადება რუსეთის საგერო უწყების ხელმძღვანელმა  სერგეი ლავროვმა მეზობელ სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ სტაბილური და უსაფრთხო სამხრეთ კავკასია ყველას ინტერესში შედის, თუმცა ისიც დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის პრობლემები მოგვარებული ამ დრომდე არ არის.

"2008 წელს დაწყებული ჟენევის დისკუსიების შედეგად შევძელით აქამდე მოგვეტანა მშვიდობიანი თანაცხოვრება, საზღვრებთან არსებული შედარებით სტაბილური ვითარება. აქამდე არ ყოფილა არცერთი გასროლა. სიტუაციის გასაჯანსაღებლად კარგი იქნებოდა დისკუსიის მონაწილეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღება," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვი დღეს ერევანში დიპლომატიური სკოლის სტუდენტებს შეხვდა, სადაც კავკასიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებს შეეხო.

დღის ამბები