26 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგი ცნობილია

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია არჩევნების ლიდერია, თუმცა მას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მანდატები არ ყოფნის.

არჩევნების მოულოდნელი შედეგი ულტრამემარჯვენე პარტია "ვოქსის" მესამე ადგილზე გასვლაა. ანტიიმიგრაციული პოზიციით პარტიამ აპრილის არჩევნების შედეგები გააორმაგა.

არჩევნების მეორე დღეს კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა აქციები განაახლეს და საფრანგეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს.

ესპანეთში წინასაარჩევნო კამპანია საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

დღის ამბები