პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპონენტებს "ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები" უწოდა.
"მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მათი წარუმატებლობით. ახლა ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება.
ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაციას, რომელიც გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ხელში უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას, თუმცა დღეს აქვთ სხვა იარაღი და ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.