06 ოქტომბერი 2024,   12:03
ვრცლად
უმრავლესობა საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვს და კონსულტაციებს აგრძელებს

"ქართული ოცნების" უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას მმართველი პარტიის ოფისში ხვალაც გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

"ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ახლა ვინც ვიყავით გასულები, ცოტა ხმამაღალი საუბარი კი გამოგვივიდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს გადაულახავი ანტაგონიზმი. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხელ ხვალ დილას 10 საათზე შევიკრიბოთ პარტიის ოფისში და ვთხოვ ოპოზიციას, მხარი დაგვიჭიროს ამ გადაწყვეტილებაში,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები