06 ოქტომბერი 2024,   07:49
ვრცლად
კარვები, ცეცხლი, შეშა - რუსთაველის დაანონსებული აქციის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება 

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი სამი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ კარვები, დანთებული აქვთ ცეცხლი, რათა მონაწილეებმა ღამის გათენება შეძლონ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. 

"ბიძინა ივანიშვილი არ თანხმდება არაფერს, რაც ამ ქვეყნის მის საბოლოოდ მართლა ბოსტნად გადაქცევას ხელს შეუშლის ოდნავ მაინც. გერმანული მოდელი არის ყველაზე ოპტიმალური მოდელი იმისთვის, რომ რეალურად, გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ისე, როგორც მოხდებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ამის არ მიღება ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საერთოდ არ გვისმენს და ის თვლის, რომ მნიშვნელოვნები არ ვართ და მისი ლეგიტიმაციისთვის საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი არ არის," - აცხადებს მარიამ გეგუჩაძე.

 

დღის ამბები