ერთი ადამიანი ემსხვერპლა ირანში საპროტესტო აქციას. მომიტინგეების ნაწილი საწვავის მარაგის შესანახ შენობას დაესხა თავს და ცეცხლის წაკიდება სცადა. არიან დაშავებულები. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საწვავის ფასი 50%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი შტატების მიერ დაწესებული სანქციები გახდა.