რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან, სამართალდამცველებმა სამი მოქალაქე განარიდეს. როგორც გაირკვა, მათ პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებისათვის სიტყვით მიმართვა სურდათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს, პოლიციამ კი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ისინი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებმა დამატებითი კარვებიც მიიტანეს.