15 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ივანიშვილი დღეს უკვე უდრის ქაოსს ... ეს ბრძოლა მისი სრული კაპიტულაციით დასრულდება - უგულავა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ არალეგიტიმური გახდა.

უგულავას მტკიცებით, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას ვეღარ გააგრძელებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება ივანიშვილის სრული კაპიტულაციით. შეუძლებელია ადამიანმა, რომელმაც ასეთი ტყუილი აკადრა საზოგადოებას, ხვალ, ზეგ მოვიდეს და რაღაც დაპირებები გასცეს - წყალტუბოზე, აბასთუმანზე, მფრინავ მარსზე და ასე შემდეგ... მან თავის თავს დაუსვა წერტილი იმ ტყუილით. ადამიანი, რომელმაც ასეთი რამე იკადრა, ის უბრალოდ ვერ გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ქვეყანა ჩამოგვეშლება ივანიშვილის პირობებში. ივანიშვილი დღეს უკვე უდრის ქაოსს," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები