21 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ექიმი მკურნალობს ყველას... ვაჟას სპეციალობაა მკურნალობა - დაკავებული ექიმის მეგობარი

ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინაშვილის მეგობრის ქირურგ-ორთოპედ ლევან ნაჭყებიას განცხადებით, ექიმი თავისი სპეციალობიდან გამომდინარე მკურნალობს ყველას, მიუხედავად რელიგიისა და ნაციონალობისა.

ლევან ნაჭყებიამ ვაჟა გაფრინდაშვლის მიმართ დე ფაქტო ცხინვალის ბრალდებებს უპასუხა. 

მისი შეფასებით, გაფრინდაშვილიც სწორედ აღნიშნული მიზნით ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ექიმი ვარ, ჩემთვის არ აქვს განსხვავება არც რელიგიას, არც ნაციონალობას, არაფერს... ჩემი და ბატონი ვაჟას პაციენტი ყოფილა პოლკოვნიკი და მაიორი მფრინავები, რომლებიც ბომბავდნენ. ჩვენ ვუმკურნალეთ მათ და ნორმალურ მდგომარეობაში, წითელი ჯვრისა და შვეიცარიის საელჩოს მეშვებოთ, გავაცილეთ თავიანთ სამშობლოში.ვაჟას სპეციალობა არის მკურნალობა და მანქანის ტარება იცის კიდევ, მეტი მან დედამიწის ზურგზე არაფერი არ იცის," - განაცხადა ლევან ნაჭყენიამ.

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მისი ოჯახი. ოჯახის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომის დღეებში კლინიკაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და ათობით ოპერაცია გააკეთა.

უკანონო პატიმრობაში მყოფმა ექიმმა ოჯახს წითელი ჯვრის მეშვეობით წერილი გამოუგაზვნა, სადაც წერს რომ ნორმალურად ეპყრობიან. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საპატიმრო იზოლატორში 10 დღეა იმყოფება. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმედ დაშავებული ავადმყოფის დასახმარებლად გადავიდა, ოკუპანტებმა კი ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთის გამო დააკავეს.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმიე.წ.  საზღვრის კვეთის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და საოკუპაციო ხაზს საზღვრად არ აღიარებს. მას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

 

დღის ამბები